თურქეთის შს მინისტრი - ისრაელის საკონსულოსთან სროლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას ექსპლუატაციას უწევს

თურქეთის ხელისუფლებამ დაადგინა სამი თავდამსხმელის ვინაობა, რომლებმაც დღეს სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან ახლოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

„ტერორისტების ვინაობა დადგენილია. დადგინდა, რომ იზმითიდან დაქირავებული ავტომობილით სტამბოლში ჩასულ ერთ-ერთ პირს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას ექსპლუატაციას უწევს“, - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

თავდამსხმელებიდან ორი ძმები იყვნენ, რომელთაგან ერთი წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე იყო ნასამართლევი.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა თავდამსხმელების სამიზნე ისრაელის საკონსულო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს