ლოზუნგით - „განათლებისთვის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„განათლებისთვის“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ.

პროფესორ-მასწავლებლებისა და განათლების ექსპერტების განცხადებით, დაგეგმილი ცვლილები უნდა შეჩერდეს.

როგორც „თავისუფლების მოედნის" წევრმა, სიმონ ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განათლების რეფორმა არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის საუკეთესო ნიმუშია.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

„ჩვენ ყოველ სამშაბათს ვიკრიბებით აქ და ვმსჯელობთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ყოველ კვირას ემატება. ვაპროტესტებთ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელ განათლების რეფორმას. ე.წ. რეფორმა არა მხოლოდ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა დაბრუნდეს ბევრი პროგრამა იმ უნივერსიტეტებში, რომელსაც ჩამოართვეს, მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ადგილების უმეტესობა ჩამოართვეს. როგორც ექცევა ეს ხელისუფლება ახალგაზრდებსს და ზოგადად, საზოგადოებას, საუკეთესო ნიმუშია არაკომპეტენტურობის, უგულობის და უპასუხისმგებლობის. მაგალითად, გამოაქვეყნეს გამოცდების შესახებ ინფორმაცია, როგორ უნდა ჩააბარონ ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებლებში და იქ არ წერია, რომ ზოგი პროგრამა არის 3-წლიანი და ზოგი 4-წლიანი. ადამიანი ვერ გაიგებს, რამდენ წლიან პროგრამაზე შეუძლია ჩააბაროს. შეიძლება 3 წლიან პროგრამაზე დარეგისტრირდეს და 4-წლიან პროგრამაზე აღმოჩნდეს, ან პირიქით. ეს არის იმის ერთი ნიმუში, როგორი დაუგეგმავია ეს ყველაფერი და როგორ უპასუხისმგებლოდ ექცევიან საერთოდ განათლების სფეროს. ეს მოქმედებს არა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ პროფესორებზე, მშობლებზე, დამსაქმებლებზე და საზოგადოების უზარმაზარ ჯგუფზე. ყველაფერი, რასაც აკეთებენ, შემცირებისკენაა მიმართული - ამცირებენ ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტებში პროგრამების რაოდენობას, სწავლის ხანგრძლივობას. არაფერს ავითარებენ, პირიქით, ზღუდავენ იმას, რაც აქამდე განვითარებული იყო",-განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს