კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა

2025 წელი „ელიტისთვის“ მნიშვნელოვანი სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა როგორც რეგიონული გაფართოების, ისე ბრენდის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობების მიმართულებით.

„ერთ-ერთ გამორჩეულ სიახლედ იქცა ჩვენი ახალი ფილიალი თელავში, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ მისამართზე დახვდება. ახალი კონცეფციით, განახლებული ასორტიმენტითა და მომსახურების გაუმჯობესებული სტანდარტით, ფილიალი რეგიონში ელიტის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა კომპანიის ხელმისაწვდომობა რეგიონებში. ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და განახლებულ სივრცეს ვთავაზობთ, რომლის საშუალებითაც უნიკალური სამომხმრებლო გამოცდილეების მიღება შეუძლიათ“, - განაცხადა „ელიტის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ.

2025 წელს ასევე განხორციელდა გორისა და რუსთავის ელიტის ფილიალების ხელახალი ტრანსფორმაცია, რომელიც კომპანიის რებრენდინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. განახლებული კონცეფცია, ვიზუალური იდენტობა და მომხმარებელზე მორგებული გარემო ელიტის განვითარების ახალ ეტაპს უსვამს ხაზს.

წელი განსაკუთრებული იყო საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც. ელიტმა ორ უმსხვილეს პარტნიორთან — სლოვენიურ ბრენდ Gorenje-სთან და იაპონურ ბრენდ Hitachi-სთან — ერთად, გრანდიოზული ღონისძიებებისა და კონფერენციების ფარგლებში შეაჯამა მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. ამ პარტნიორობებიდან ერთმა 20 წელზე მეტს, ხოლო მეორემ 10 წელს გადააჭარბა, რაც ელიტის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის, პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ელიტის სტრატეგიული მიზანია, საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიეროს ხარისხიანი, გამორჩეული და ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, განვაგრძობთ პორტფელის გაფართოებას, რათა საქართველოში ეტაპობრივად შემოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი უნიკალური და მაღალი სტანდარტის ბრენდი. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც წლის დასასრულს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას ჩავუყარეთ საფუძველი — ელიტმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნიკის ბრენდ Haier-თან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა. ეს თანამშრომლობა მოგვცემს ახალი შესაძლებლობების, გაძლიერებული პორტფელისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის მიწოდების საშუალებას“, - ლადო ჯობავა

გასული წლის მეშვეობით, ელიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა მზაობა განვითარების, ცვლილებებისა და ბაზარზე ლიდერული პოზიციის კიდევ უფრო გამყარებისათვის, რის გამოც 2026 წელს ბრენდი უფრო მასშტაბურ და ამბიციურ გეგმებს გვიმზადებს.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს