„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის” პროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” მქონედ ჩაითვალა და მის ზემოქმედების ფარგლებში არსებულ ხუთი პირის უძრავ ქონებაზე კომპანიას ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა

„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის“ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა.

ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

კერძოდ, 3 აპრილით დათარიღებული ბრძანების თანახმად, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი" ჩაითვალა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე" პროექტად და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ზემოქმედების ფარგლებში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

„ტარიელ გუსეინოვის (პ/ნ 01015015477) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებულ 24.20 კვ.მ ფართზე (ბინა №13ა) (ს.კ. № 01.18.04.015.013.01.013ა) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ სხვენსართულზე 26.50 კვ.მ-ზე (ს.კ. №01.18.04.015.013.01.549);

გოჰარ გასპარიანის (პ/ნ 01015013497) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ 47.82 კვ.მ ფართზე (ს.კ. №01.18.04.015.013.01.531) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ სხვენზე 48.35 კვ.მ-ზე (ს.კ. №01.18.04.015.013.01.532);

მედიკო პაპიაშვილის (პ/ნ 01011022932) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 26.49 კვ.მ ფართზე (ს.კ. № 01.18.04.015.013.01.524);

მარინე კობიაშვილის (პ/ნ 01013002023) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 10.69 კვ.მ ფართზე (ს.კ. №01.18.04.015.013.01.506) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 7.38 კვ.მ ფართზე (ს.კ. № 01.18.04.015.013.01.507);

დარიკო პაპიაშვილის (პ/ნ 01015015373) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 26.09 კვ.მ ფართზე (№5) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.005); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში პირველ სართულზე განთავსებულ 15.30 კვ.მ ფართზე (ბინა №5ა) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.005ა); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 33.65 კვ.მ ფართზე (№17) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.017) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 41.33 კვ.მ ფართზე (სხვენი 17ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.017ა)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2026 წლის 24 მარტის განცხადება – „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის“ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კომპანიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

დოკუმენტში განმარტებულია, რომ საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს სსიპ – „ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი“, სადაც შესრულებული წარმოდგენები საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. თეატრი განთავსებულია ქალაქ თბილისში, გორგასლის ქუჩა №1-ში და აღნიშნულ შენობაში, თეატრს უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს გარკვეული ფართობი, რომელიც არ არის საკმარისი მსგავსი ტიპის შემოქმედებითი ორგანიზაციის საქმიანობისთვის. ამასთან, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №25-ში მდებარე შპს „კონფიდენს გრუპის“ (ს/ნ 205279884) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №01.18.04.004.001 და ს/კ №01.18.04.015.002), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრებით, ახალი შენობის აშენების თაობაზე. 2023 წლის 27 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით გაიმართა ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია. მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებელად არ იყო საკმარისი და ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამშენებლო მოედნის გაზრდის თაობაზე, რამაც დამატებით მოიცვა №01.18.04.015.013 და №01.18.04.004.002 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება. მითითებული უძრავი ქონების შესაძენად ორივე ქვეყნის მიერ გამოყოფილ იქნა გარკვეული სახსრები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მრავალ მილიონიან ინვესტიციაში ქართული მხარის ჩართულობა გამოიხატება უძრავი ქონების (ს.კ. №01.18.04.015.013) გამოსყიდვაში.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ (დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ინტერესების მართვას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 04 მარტის №417 განკარგულების საფუძველზე, კომპანიას დაევალა – ქ. თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში, მდებარე 999 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკეთისა და მასზე განთავსებული №1 - №10 შენობა-ნაგებობის (ს.კ. №01.18.04.015.013) გამოსყიდვა, შემდგომში ამავე ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება –„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას. ცენტრის მთავარ შენობაში შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც „ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ „ფოიესთან.“ ასევე დაუკავშირდება „ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება. ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები. აღსანიშნავია, რომ „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება, რაც წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განსაკუთრებულ როლს შეიტანს როგორც თეატრის ასევე, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის მეტ განვითარებაში. აღნიშნული თავის მხრივ ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე, ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მშენებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას.

კომპანიის მიერ გამოსასყიდი უძრავი ქონება (ს/კ №01.18.04.015.013) წარმოადგენს ე.წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის დასახლებას, სადაც საცხოვრებელი თუ სხვა დამხმარე ფართები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, ჩაშლილია ინდივიდუალურ საკადასტრო (ბინა) ერთეულებად (ჯამში მესაკუთრედ რეგისტრირებულია 24 ფიზიკური პირი). აქვე, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 24 მარტის მდგომარეობით, კომპანიის მიერ 13 (ცამეტი) მესაკუთრესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნებაყოფლობით იქნა გამოსყიდული. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედევად კომპანიის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული:

ტარიელ გუსეინოვის (პ/ნ 01015015477) საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 24.20 კვ.მ ფართის (ბინა №13ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.013ა) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 26.50 კვ.მ სხვენსართულის (ს.კ. №01.18.04.015. 013. 01.549) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გოჰარ გასპარიანის (პ/ნ 01015013497) საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებული 47.82 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.531) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 48.35 კვ.მ სხვენის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.532 ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

მედიკო პაპიაშვილის (პ/ნ 01011022932) საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.49 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.524) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

მარინე კობიაშვილის (პ/ნ 01013002023) საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 10.69 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.506) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 7.38 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.507) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

დარიკო პაპიაშვილის (პ/ნ 01015015373) საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.09 კვ.მ ფართი (№5) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.005); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 15.30 კვ.მ ფართის (ბინა №5ა) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.005ა); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 33.65 კვ.მ ფართის ( №17 ) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.017) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 41.33 კვ.მ ფართის (სხვენი 17ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.017ა) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანების მიხედვით, კომპანია მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 04 მარტის №417 განკარგულების შესახებ და მიეცათ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება - სსიპ-„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მომართა სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

აღინიშნება, რომ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს კომპანიის შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 24.20 კვ.მ ფართის (ბინა №13ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.013ა) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული სხვენსართულის 26.50 კვ.მ (ს.კ. №01.18.04.015.013.01.549) მესაკუთრეა ტარიელ გუსეინოვი (პ/ნ 01015015477);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ტარიელ გუსეინოვის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 24.20 კვ.მ ფართი (ბინა №13ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.013ა) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული სხვენ სართული 26.50 კვ.მ (ს.კ. №01.18.04.015.013.01.549);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე მდებარე 47.82 კვ.მ ფართის (ს.კ. 301.18.04.015.013.01.531) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული სხვენის 48.35 კვ.მ (ს.კ. №01.18.04.015.013.01.532) მესაკუთრეა გოჰარ გასპარიანი (პ/ნ 01015013497);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გოჰარ გასპარიანის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებული 47.82 კვ.მ ფართი (ს.კ. №01.18.04.015.013.01.531) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 48.35 კვ.მ სხვენი (ს.კ. №01.18.04.015.013.01.532);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.49 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.524) მესაკუთრეა მედიკო პაპიაშვილი (პ/ნ 01011022932);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მედიკო პაპიაშვილის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.49 კვ.მ ფართი (ს.კ. № 01.18.04.015.013.01.524);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 10.69 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.506) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 7.38 კვ.მ ფართის (ს.კ. №01.18.04.015.013.01.507) მესაკუთრეა მარინე კობიაშვილი (პ/ნ 01013002023);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მარინე კობიაშვილის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 10.69 კვ.მ ფართი (ს.კ. №01.18.04.015.013.01.506) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 7.38 კვ.მ ფართი (ს.კ. № 01.18.04.015.013.01.507);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 26.09 კვ.მ ფართის (№5) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.005); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში პირველ სართულზე განთავსებული 15.30 კვ.მ ფართის (ბინა №5ა) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.005ა); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 33.65 კვ.მ ფართის (№17 ) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.017) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 41.33 კვ.მ ფართის (სხვენი 17ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.017ა) მესაკუთრეა დარიკო პაპიაშვილი (პ/ნ 01015015373);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დარიკო პაპიაშვილის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.09 კვ.მ ფართი (№5) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.005); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში პირველ სართულზე განთავსებული 15.30 კვ.მ ფართი (ბინა №5ა) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.005ა); ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 33.65 კვ.მ ფართ (№17 ) (ს.კ. 01.18.04.015.013.01.017) და ქალაქ თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 41.33 კვ.მ ფართი (სხვენი 17ა) (ს.კ. №01.18.04.015.013.01.017ა)”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განმარტებულია, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში (№2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-8) მითითებულია „საკუთრების უფლება, მისი უდიდესი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (ამჟამად მე-19 მუხლი) მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებობის კრიტერიუმებს, მათ შორის, რომ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს... მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში (№1/6/666) (საქმეზე „შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ") აღნიშნულია, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ განმარტებას გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, შესაძლოა შეიცვალოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კვალდაკვალ და მას ვერ ექნება განსაზღვრული, ჩარჩოში მოქცეული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა უნდა დადგინდეს ნორმით დადგენილი შეზღუდვის, რეგულირების სფეროს, სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილია, რომ ხორციელდება „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი.“

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25-2858-3) მიუთითა, რომ „ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება“. გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის აბსოლუტურ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ვინაიდან აღნიშნული ეფუძნება კონკრეტული პროექტის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად მიჩნევის მიზანშეწონილობას. ამასთან, აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების პირობებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭების მიზანშეწონილობის პირობები და საფუძვლები“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) მეორე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

საქართველოს კულტურის სამინისტრო 2026 წლის 19 მარტის წერილში (2026 წლის 19 მარტის №00017429) მიუთითებს, რომ „საქართველოში ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის განვითარებისათვის, ასევე კულტურული თანამშრომლობისათვის, რომელიც ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. ამასთან, ახალი ინფრასტრუქტურული ცენტრი, როგორც კულტურული დიალოგის, ისტორიული ურთიერთობის გააზრებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გაამდიდრებს საქართველოს კულტურულ სივრცეს და კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურულ ურთიერთობებს“.

საზოგადოებრივი/საჯარო ინტერესი ფართოა და უმრავლესობის გარდა მოიცავს უმცირესობების ინტერესებს. ამასთან, კულტურა კონსტიტუციური ღირებულებაა და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას. დაგეგმილი პროექტი-ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა ემსახურება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის კულტურულ განვითარებას და აღნიშნული მიუთითებს მის საზოგადოებრივ ხასიათზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც საჯარო/ საზოგადოებრივი ინტერესი არ შემოიფარგლება უმრავლესობის ინტერესით და შეიძლება მოიცავდეს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებს. რადგან კულტურული იდენტობის დაცვა წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას, ხოლო სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შექმნას მისი განვითარების პირობები. „პლურალისტურმა და ჭეშმარიტად დემოკრატიულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ პატივი უნდა სცეს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი თითოეული პირის ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ იდენტობას, არამედ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოხატონ, შეინარჩუნონ და განავითარონ ეს იდენტობა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვლის №44158/98) გადაწყვეტილებაში საქმეზე „გორზელიკი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ“.

შესაბამისად, პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე”,-აღნიშნულია დოკუმენტში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს