პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მხარეებს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა, რათა „დიპლომატიამ ომის საბოლოო დასრულება შეძლოს“.
"გულწრფელად მოვუწოდებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი კვირით გაახანგრძლივოს ვადა,“ - წერს შარიფი.
მან, ასევე, ირანს მოუწოდა, ამ ორკვირიან პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნას.
„პაკისტანი, სრული გულწრფელობით, მიმართავს ირანელ ძმებს, გახსნან ჰორმუზის სრუტე შესაბამისი ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში კეთილი ნების ნიშნად,“ - წერს ის X-ზე პაკისტანის პრემიერი.