დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან, ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობით, ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

ტრამპის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იმ პირობით დაიდო, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას დათანხმდება.

„პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს.

„მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს