მედია - ირანის ყველა სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო

ირანის უზენაესმა ლიდერმა გასცა დავალება, რომ ყველა სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლი შეწყვიტოს, - CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

„ეს ომის დასასრული არ არის, მაგრამ ყველა სამხედრო შტო უნდა დაემორჩილოს უზენაესი ლიდერის ბრძანებას და შეწყვიტოს ცეცხლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის ორი კვირის განავლობაში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს