მედია - აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო თავდასხმები გრძელდება

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო დარტყმები არაერთ ქვეყანაში გრძელდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ამასთან, CNN-ს ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა განუცხადა, რომ ისრაელი ირანში დარტყმებს კვლავ ახორციელებს. მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია და დათანხმდა, რომ მოლაპარაკებების პერიოდში დაბომბვას შეაჩერებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაარტყმები გრძელდება იერუსალიმშიც. ქალაქში მყოფი BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აფეთქებების ხმები გაიგონეს და მოსახლეობამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეტყობინებები მიიღო.

სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოიგერიეს რაკეტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიისკენ მიემართებოდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ირანიდან შესული რაკეტებისა და დრონების მოგერიება.

საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა კი მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის შესახებ ბოლო ორი საათის განმავლობაში მოსახლეობისთვის სულ მცირე ორი გაფრთხილება გაავრცელეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს