გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.
„ის მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რათა რეგიონში მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობა დამყარდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს გენერალური მდივის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ანტონიო გუტერეშმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევის მიმართ, რომელიც მათ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობის მიზნით გაწიეს.