ირანელები, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თეირანის ქუჩებში შეიკრიბნენ

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ირანელები დედაქალაქ თეირანის ქუჩებში შეიკრიბნენ.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ წვავს შეკრებილების ნაწილი ამერიკისა და ისრაელის დროშებს, ზოგიერთი ირანის დროშას აფრიალებს და ხელში ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის და მისი მოკლული მამის, ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები უჭირავს.

მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - იგრძნობა შვება, რომ ელექტროსადგურებს თავს არ დაესხმებიან, თუმცა ირანელების ნაწილი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავს.

„ამერიკამ ასჯერ გამოავლინა თავი, ორჯერ დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ის თავს დაგვესხა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დათანხმდნენ. როგორც ყოველთვის, მათ ისრაელისთვის დროის მოგება სურთ“, - განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, აშშ და ირანი ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს