„წიგნიდან დაწყებული ამბავი“ | ბაზისბანკი და „სივრცე“ წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს

ბაზისბანკი, როგორც განათლებისა და კულტურული ინიციატივების მუდმივი მხარდამჭერი, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „სივრცესთან“ ერთად, ლიტერატურულ კონკურსს „წიგნიდან დაწყებული ამბავი“ ატარებს.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენა, კითხვის პოპულარიზაცია და იმ ადამიანების წახალისება, ვისთვისაც წიგნი შთაგონების მთავარი წყაროა. პროექტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ წიგნის გავლენასა და მნიშვნელობაზე, საინტერესო ამბებად აქციონ წიგნსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟებთან დაკავშირებული გამოცდილება და თავადაც მისცენ სხვებს წიგნთან დაახლოების მოტივაცია.

ბაზისბანკისა და „სივრცის“ კოლაბორაცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ჩართულობა ინტელექტუალური რესურსის განვითარებაში. პროექტი ქმნის პლატფორმას, სადაც ლიტერატურული მემკვიდრეობა და ახალგაზრდული შემოქმედებითი ენერგია ერთმანეთს ხვდებიან.

„ბაზისბანკისთვის განათლებისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კონკურსი „წიგნიდან დაწყებული ამბავი“ არის პროექტი მათთვის, ვისაც სჯერა სიტყვის ძალის და ვისაც შეუძლია ნაცნობ ისტორიებში სრულიად ახალი სიცოცხლე აღმოაჩინოს. მოხარულნი ვართ, რომ „სივრცესთან“ პარტნიორობით საშუალება გვეძლევა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს და შევქმნათ გარემო, სადაც ლიტერატურა და შემოქმედება მთავარი ღირებულებაა. ჩვენი მიზანია, ეს პროექტი იქცეს ახალი ამბებისა და ახალი შესაძლებლობების დასაწყისად.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ასაკი: 13–23 წელი
  • ენა: ქართული
  • ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 5000 სიმბოლო
  • სტილი: თავისუფალიპროზა - მოთხრობა, ესე, წერილი
  • ნამუშევრების მიღების ბოლოვადა: 15 აპრილი

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური:

  • გიორგი კეკელიძე - პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში.
  • ნათია როსტიაშვილი - მწერალი, ჟურნალისტი.
  • თამარ გეგეშიძე - მწერალი, მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი.
  • ლილი ალფაიძე - საბავშვო მწერალი.
  • ანა გოგილაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ფორმაზე

გაეცანით კონკურსის დეტალურ პირობებს

ლიტერატურული კონკურსის „წიგნიდან დაწყებული ამბავი“ 23 გამარჯვებული 23 აპრილს გამოვლინდება.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს