შსს - დაკავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე - ბრალდებულებმა ყაზახეთის მოქალაქეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს