ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სასიამოვნო სიახლეა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტესა და მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უფრო მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - აცხადებს სტუბი.