ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები - ეს საჭირო დეესკალაციას უზრუნველყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება.

„აშშ-სა და ირანს შორის გასულ ღამეს მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები. ეს საჭირო დეესკალაციას უზრუნველყოფს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროცესში შუამავლობისთვის პაკისტანს მადლობას უხდის.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს