თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში.

„ეს სახლი გაიყიდა. ახალი მეპატრონე სახლში აკეთებდა რემონტს. ის ძირფესვიანად ცვლიდა (ყველაფერს). ავარიულია სულ ეს ბინა. კი, რემონტის პროცესში მოხდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„წუხელ აქ არ ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა. მეც ამ სახლის შენობაში ვცხოვრობ. ამ უბანში ყველა სახლს ბზარები აქვს. ამ სახლის პირველ სართულზე რემონტი კეთდებოდა და შეიძლება სავარაუდოდ ამან გამოიწვია პროვოცირება, არ ვიცი“, - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ „თბილისი ენერჯისა“ და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს