ომანის საგარეო მინისტრი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - მდგრადი მშვიდობისთვის ახლა სერიოზული მოლაპარაკებებია საჭირო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, რომელიც ომის დაწყებამდე ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხებზე არაპირდაპირ მოლაპარაკებებს შუამავლობდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე მსოფლიომ კატასტროფისგან უკან დაიხია”.

„ამ ეტაპზე მსოფლიომ კატასტროფისგან უკან დაიხია. თუმცა, თვითკმაყოფილების დრო არ არის. მდგრადი მშვიდობისთვის ახლა სერიოზული მოლაპარაკებებია საჭირო. ომანი მხარს დაუჭერს ამ სამუშაოს ძლიერი და მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მიზნით“, - წერს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს