რომის პაპი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება.
„ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული გასული საათების ფონზე, მე სიხარულით მივესალმები ორკვირიანი დაუყოვნებლივი დროებითი ზავის გამოცხადებას“, - აცხადებს რომის პაპი ლეო XIV.
მისი თქმით, „ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესის მეშვეობით არის შესაძლებელი“.
ცნობისთვის, გუშინ რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ტრამპი ირანს მთელი ცივილიზაციის განადგურებით დაემუქრა.
რომის პაპმა ლეო XIV-მ დონალდ ტრამპის მუქარას „მიუღებელი“ უწოდა.