ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმებით - ჩინეთმა, თავის მხრივ, ძალისხმევა გაიღო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეკინი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

უწყების პრესსპიკერმა მაო ნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს პაკისტანისა და სხვა მხარეების მიერ მხარეებს შორის შუამავლობის მცდელობებს.

„ჩინეთმა, თავის მხრივ, ძალისხმევა გაიღო“, - განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ 26 სატელეფონო საუბარი გამართა კოლეგებთან შესაბამისი ქვეყნებიდან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფრანს-პრესთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ სჯერა, ჩინეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაში.

„მესმის, რომ კი“, - უპასუხა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა პეკინი თეირანის დარწმუნებაში, რომ ზავის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულიყო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს