„ჰეზბოლას“ კანონმდებლის იბრაჰიმ ალ-მუსავის განცხადებით, თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავს, ირანი და მისი მოკავშირეები საპასუხო ზომებს მიიღებენ, - ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
„შეთანხმება, მისი პირობების თანახმად, ლიბანსაც მოიცავს და ირანი ამ ჩართვას დაჟინებით მოითხოვდა“, - განუცხადა ალ-მუსავმა ადგილობრივ ტელეარხ „ალ-ჯადიდს“.
ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს და რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. ამასთან, პაკისტანმა, საფრანგეთმა და ეგვიპტემ, რომლებმაც შეთანხმების შუამავლობაში მიიღეს მონაწილეობა, განაცხადეს, რომ შეთანხმება ლიბანზეც ვრცელდება.