ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს იპყრობს

ბრენდი, რომელზეც ევროპული და ამერიკული წამყვანი მედია საუბრობს და მისი წყალობით ქართულ კულტურას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

„გვერდით გადადეთ მოსაწყენი პოპკორნი, ხელში საუკეთესო ქართული ღვინით სავსე ჭიქა დაიჭირეთ და ჩაუჯექით უმაგრეს ფილმებს“, - წერენ ვაინქასთის შესახებ და მას კანის კინოფესტივალს ადარებენ.

„ერთის მხრივ ბედნიერი ვარ და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ვაინქასთის მონაწილე გავხდი, თუმცა ამავდროულად გული მწყდება, რომ ჩემს თანამემამულეებს არ აქვთ ამ, სრული ბედნიერების განცდის შესაძლებლობა, რადგან მსგავსი არაფერი ტარდება ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ცნობილი ამერიკელი ინფლუენსერი ვაინქასთის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნამდვილად ასეა, ვაინქასთი სრულიად უნიკალური, ინოვაციური პროდუქტია. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი, ეს პლათფორმაა, რომელიც სრულიად თანამედროვე და ყველასგან გამორჩეული ფორმატით ახერხებს საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. სწორედ ამ, გამორჩეული მიდგომებით მოახერხა მან და უმცირეს დროში მოიპოვა უდიდესი პოპულარობა. მთავარი კი ისაა, რომ მისი წარმატება, სრულიად საქართველოს კულტურის პოპულარობას უდრის.

ამჯერად ვაინქასთი საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც პარიზთან ახლოს, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, მნიშვნელოვან და ისტორიულ შატო პონტარმეში ქართული კულტურის მორიგ ზეიმს გამართავს. ვინც ერთხელ მაინც დასწრებია ვაინქასთის ღონისძიებას, მისთვის რთული წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა შეიძლება დახვდეს ფრანგულ შატოში. ხოლო მათ ვინც ჯერ კიდევ არ იცის, მოკლედ გიამბობთ; კინო, ღვინო, გემოვნებიანი მუსიკა, გასართობი ფორმატით მიღებული განათლება, გათანამედროვებული გასტრნომია, გართობა და შთაბეჭდილებები, რომელიც დიდხანს გაახალისებს თქვენს ყოველდღიურობას.

ვისაც გაუმართლა და შარშან ფესტვალს დაესწრო უკვე ეცოდინება, რომ ეს სრულიად სხვა, არა ორდინალური ფორმატის ღონისძიებაა, სადაც მისული სტუმარი ვერაფრით მოიწყენს და მხოლოდ მრავალფეროვნებით დაიღლება. ხოლო წინასწარ შერჩეული ფესტივალის მონაწილე და ნომინირებულ ფილმებსა და მარნებს პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. აქ შეგიძლიათ დაესწროთ საოცარი გემოვნებით შერჩეული ფილმების ჩვენებებს, სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასებს, ღვინის გამოფენას, მუსიკალურ საღამოებს, გასტრონომიულ ექსპერიმენტებს, მოკლედ რას აღარ. მთავარი კი ისაა, რომ შეგიძლიათ ნახოთ და გაიცნოთ უამრავი შემოქმედებითი ადამიანი. მაგალითად ფრანგული ღვინის მასტერკლასზე თქვენს გვერდით შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული რეჟისორი ან მსახიობი დგას, თქვენთან ერთად იზიარებს ფესტივალის საოცარ მომენტებს და ჭიქას გიჭახუნებთ. კინო ჩვენებას თქვენთან ერთად პუფზე მოკალათებული ფორბსის მთავარი რედაქტორი უყურებს, ღვინით ხელში და გიზიარებთ ფილმის შთაბეჭდილებებს. მუსიკალურ საღამოზე მსოფლიოში ყველაზე ღვაწლმოსილ მეღვინეს ეცეკვებით, ან კი ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში ამაზონის ერთ-ერთ დირეტორთან ერთად დაბოდიალობთ. იმის თქმა მსურს, რომ ვაინქასთის უნიკალურობა მის უშუალობაშია. შექმნილია გარემო მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ თანაბრად, ერთად და ერთნაირად ისიამოვნოს, ამავდროულად მიიღოს ცოდნა და ეზიაროს კულტურას. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ ფესტივალზე მოწყენილ სახეს, სამაგიეროდ ნახავთ უამრავ მომღიმარ და ბედნიერ ადამიანს. ეს კი მერწმუნეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად მსოფლიოში რთული სანახავია. ნამდვილად საოცარია ამგვარი წარმატება, ასეთი მასშტაბების დაპყრობა, ასეთ მცირე დროში. კიდევ მეტად გაგვაოცა იმ ფაქტმა, რომ ვაინქასთს თურმე საოცრად პატარა გუნდი მართავს. ამიტომ სიამაყით წარგიდგენთ მალბერი გრუპს, საპროდიუსერო კომპანიას და მის პირმშო ვაინქასთს, კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალს, რომელმაც მოახერხა და უმცირეს დროში საქართველოს კულტურა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ასპარეზზე გაიტანა. ყველა ვინც წინა წლებში ვიმყოფებოდით ამ, საოცარ ღონისძიებაზე გულისყურით ველოდებით წლევანდელ გამოშვებას, რომელიც ორგანიზატორება უკვე დააანონსეს. ვაინქასთის ყოველწლიური ფესტივალი წელს ივლისის თვეში დაბრუნდება. მანამ კი, მორიგი მოგზაურობით საფრანგეთს ეწვევა და იქ, მყოფ ქართველებსა და ფრანგ სტუმრებს გაულამაზებს ერთ, მშვენიერ, აპრილის კვირა დღეს.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს