ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანში მასშტაბური დარტყმები განახორციელეს. მათივე ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში 10 წუთში 100 სამიზნე ობიექტს დაარტყეს.
მათი ინფორმაციით, ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
„ეს ოპერაციის დაწყების შემდეგ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდასხმა იყო“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ცნობისთვის, 2 მარტს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ლიბანში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.