13 ივნისს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“ - კულტურული და სოციალური ინიციატივა, რომელიც უკვე მეორე წელია აერთიანებს ქართულ სიტყვას, ხელოვნებასა და თანამედროვე შემოქმედებით სივრცეებს.
ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთ სივრცეში ხვდება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე კრეატიული ინდუსტრია. „გულანი“ ქმნის გარემოს, სადაც ხელოვნება, კალიგრაფია, წიგნი და მეწარმეობა ერთმანეთთან ორგანულად ერთიანდება და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

ფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა იქნება პროექტის ავტორის, თინათინ სვანიძე-ვენკოს მეორე საავტორო წიგნის - „გულანი“ - ოფიციალური წარდგენა. ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ავტორს, მონაწილეობა მიიღონ კითხვა-პასუხის სესიაში და შეიძინონ წიგნი ავტოგრაფით.
თინათინ სვანიძე-ვენკო არის პროექტის „გულანი“ ავტორი და იდეის შემქმნელი, ქველმოქმედი, რომლის ხედვა ეფუძნება ქართული კულტურის, სიტყვისა და ხელოვნების თანამედროვე ფორმით გააზრებასა და პოპულარიზაციას. მისი საქმიანობა აერთიანებს შემოქმედებით და სოციალურ მიმართულებებს. „გულანი“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა, პროექტი, რომელიც სიტყვას, ხელწერასა და ადამიანურ კავშირს ერთიან კონცეფციად აყალიბებს.

პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც წარმოადგენს ქართული ხელწერისა და ესთეტიკის ცოცხალ გამოხატულებას. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დამთვალიერებლები შეძლებენ არა მხოლოდ ნამუშევრების დათვალიერებას, არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის დაკვირვებას.
ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქალი მეწარმეებისა და სოციალური საწარმოების კუთხე, სადაც ვიზიტორებს დახვდებათ ქართული პროდუქციის ფართო არჩევანი - ღვინო, ჩაი, სამკაულები და ხელნაკეთი ნივთები. თითოეული სტენდი წარმოადგენს ინდივიდუალურ ისტორიას და უნიკალურ იდენტობას, რაც „გულანს“ აქცევს კულტურულ ბაზრად, სადაც პროდუქცია ღირებულებასა და ისტორიას ატარებს.

გარდა ამისა, ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს მრავალფეროვან ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებს, მათ შორის შემეცნებით თამაშებს, ჩართულობის ფორმატებსა და გათამაშებებს, რაც უზრუნველყოფს ყველა ასაკის სტუმრის აქტიურ მონაწილეობას და შექმნის თბილ, სიცოცხლით სავსე გარემოს.
„გულანი“ არის ასევე საქველმოქმედო ხასიათის ფესტივალი. ამ გზით ფესტივალი ქმნის მნიშვნელოვან კავშირს კულტურულ გამოცდილებასა და სოციალურ მხარდაჭერას შორის.

ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქალი მეწარმეების გაძლიერება და საზოგადოებაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის კულტურის წახალისება.
„გულანი“ გიწვევთ გახდეთ ამ შინაარსიანი, ემოციური და ინსპირაციული სივრცის ნაწილი.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომლის შევსების ბოლო ვადაც 5 მაისია.
(R)