თეონა ჭალიძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ პატიმრების კომუნიკაცია არასრულწლოვან შვილებთან

მოქმედი აკრძალვა, რის გამოც თვეებია, შვილების ნახვა და მათთან სატელეფონო საუბარიც კი შეზღუდული აქვთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, არის არაჰუმანური გადაწყვეტილება და არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა ჭალიძემ სუს-თან გააკეთა.

ჭალიძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, სააღდგომო დღეებში დაუშვან გამონაკლისი და პატიმრობაში მყოფ პირებს შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცენ.

„სამართლიანი და ქრისტიანული არაა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობა აუკრძალო ბავშვს.

მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მამუკა მდინარაძეს, მათ შორის როგორც არასრულწლოვანი შვილების მამას, საქართველოში არცერთი ადამიანი არ მეგულება, რომელიც პატიმარი მშობლების არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის აკრძალვას ემხრობოდეს. მოქმედი აკრძალვა, რის გამოც თვეებია, შვილების ნახვა და მათთან სატელეფონო საუბარიც კი შეზღუდული აქვთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, არის არაჰუმანური გადაწყვეტილება და არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს. განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან დღეებში მოგიწოდებთ, ტექნიკურად უზრუნველყოთ პოლიტპატიმრების კომუნიკაცია მათ არასრულწლოვან შვილებთან, რამეთუ ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ აკრძალვას პრობლემურად მიიჩნევს სახალხო დამცველიც და სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში მოხერხდება და პატიმრობაში მყოფ ყველა პოლიტიკოსს მიეცემა შვილებთან შეხვედრის შესაძლებლობა არსებულ ვითარებაში თუნდაც გამონაკლისის სახით“, - წერს თეონა ჭალიძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს