პროკურორი - სასამართლოს გადაწყვეტილება სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში - მოსამართლემ კარგად გაანალიზა, ვინ იყო სინამდვილეში გიგა ავალიანი - თავდადებული მასწავლებელი, პერსპექტიული ექიმი და ღირსეული ქართველი

პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების“ სისტემაში.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, გადაწყვეტილება სასჯელის დასაბუთების კუთხით არის სამაგალითო, მნიშვნელოვანი და ღრმააზროვანი.

პროკურორი მადლობას უხდის მოსამართლეს.

„მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ციფრების გამოცხადება არ იყო. ეს იყო მისი არამხოლოდ ღირსეული გადაწყვეტილება, არამედ ღრმა სამართლებრივი, სოციალური და მორალური შეფასებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული და გულში ჩამწვდომი იყო, რომ უემოციოდ არ დატოვა არც ერთი მსმენელი, რომელიც პროცესს ესწრებოდა. ეს არის სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც სასჯელის დასაბუთების კუთხით იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმა აზროვანია, რომ სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. მადლობა გადაწყვეტილებისთვის ამ კონკრეტულ მოსამართლეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მორალური საკითხები, რაზეც მოსამართლემ ისაუბრა. ეს არის მოსამართლე, რომელმაც კარგად გაიგო, კარგად ჩასწვდა და გაანალიზა ის თუ ვინ იყო სინამდვილეში გიგა ავალიანი“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, გიგა ავალიანი იყო საზოგადოების სამაგალითო წევრი, თავდადებული მასწავლებელი და ღირსეული მოქალაქე, რომლის დაკარგვაც მნიშვნელოვანი დანაკლისია ქვეყნისთვის.

„დაცვის მხარე სპეკულირებდა იმ საკითხით, თითქოს ვინმეს ავიწროებდა გიგა ავალიანი დაა მით ცდილობდნენ დაზარალებულის რეპუტაციის შელახვას, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდათ.

გიგა ვალიანი იყო საზოგადოებს სამაგალითო წევრი, თავდადებული მასწავლებელი, პერსპექტიული ექიმი და ერთი ღირსეული ქართველი, რომლის დაკარგვითაც ბევრი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ“,- განაცხადა პროკურორმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს