საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ზუგდიდის N5, ფოთის N11, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლასა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და მის მძიმე შედეგებზე.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული დანაშაულის არსს, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. ასევე ხაზი გაესვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.

ღონისძიებების მიზანია მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს