ეს დასასრული არ არის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ახლა ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ირანი უფრო სუსტი, ვიდრე ოდესმე.
"შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ... ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე - ეს არის საბაზისო წერტილი... ეს კამპანიის დასასრული არ არის. ირანი ამ მოლაპარაკებებში უფრო დამარცხებული და დასუსტებული შედის, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს ჯერ კიდევ აქვს მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს.
„ჩვენ მათ მივაღწევთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ და დასძენს: „ან შეთანხმებით, ან საბრძოლო მოქმედებების განახლებით“.
მისი თქმით, ისრაელი „მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს“.
„თითი სასხლეტზეა“, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.