მოქალაქეები ლოზუნგით - ,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება” - 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ

,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - ამ ლოზუნგით პარლამენტთან 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები და აქტივისტები 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.

„აქ ვაპირებთ ღამის გათენებას. იქნება ცოცხალი შესრულება, ფილმის ჩვენება, სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით, ვიდრე დასჭირდება ქვეყანას, ვიდგებით, ვიდრე არ გადავარჩენთ ქვეყანას. არავინ არ აპირებს სახლში წასვლას. 9 აპრილი არის ისტორიულად მნიშვნელოვანი თარიღი, 9 აპრილის გმირებმა ეს ქვეყანა მოგვიტანეს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ მათი სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა „დროას“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.

ღამის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მემორიალთან დადგმულია ეკრანი, სადაც 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება იგეგმება. მოგვიანებით, 04:00 საათზე, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

რაც შეეხება 9 აპრილს, მოქალაქეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან გეგმავენ სამოქალაქო მსვლელობებს და საბოლოოდ, 20:00 საათზე, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს