გიორგი შაიშმელაშვილი - ანაკლიის პორტზე შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, პორტს უკვე უნდა მიეღო გემები - კობახიძემ კი თქვა, რომ აპირებენ სამუშაოების ნაწილი დააჩქარონ, ეს ზღვაში წვეთია, ინვესტორის გარეშე ტვირთის აწევა შეუძლებელია

მაქვს განცდა, რომ კონფლიქტი სწრაფად და მარტივად არ დასრულდება და ეს ყველაფერი ზავის შეთანხმების დარღვევითაც ჩანს, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რითაც ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის გაგრძელდება.

„კონფლიქტის არ დასრულება ნიშნავს, თუ არა იმას, რომ განგრძობით კონფლიქტს ექნება მათ შორის ასეთი ეკონომიკური შედეგები: ჰორმუზის სრუტე ხანგრძლივი დროით ჩაიკეტება, რაც ყველა მომარაგების ჯაჭვზე, რაც კი ნავთობთანაა დაკავშირებული, აისახება, თუ ასეთი შედეგები იქნება, დრო გვაჩვენებს. მე მაქვს განცდა, რომ ამ სრუტის კონტროლი ვერ დარჩება[ირანს], ყოველ შემთხვევაში, თუ ასე მოხდება, ეს ვერ იქნება ამერიკული ინტერესების გამარჯვება. მგონია, რომ სრუტის კონტროლისთვის ოპერაცია გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

გარდა ირანის მოვლენებისა, გიორგი შაიშმელაშვილი გადაცემაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი.

შაიშმელაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ინვესტორისთვის რაღაც პირობებს ქმნიან და ცდილობენ შეასრულონ, ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის შესასრულებელი.

„ანაკლიის პროექტი უფრო სტრატეგიული პროექტი იყო, ვიდრე ეკონომიკური და ფინანსური პროექტი. მისი პერსპექტივა უფრო შორეულ მომავალში ჩანდა, ვიდრე იმ წუთის ეკონომიკური კალკულაციებით შეიძლებოდა აგეხსნა. იმ მომავალ სამყაროში, რომელიც ახლა იქმნება, მისი დროზე აშენება საქართველოსთვის ძალიან დიდი უპირატესობის მომტანი იქნებოდა გლობალურ პოზიციონირებაში.

რაც შეეხება იმას, დღეს რა ხდება, შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ, რადგან ინფორმაცია ჩაკეტილია. ჩვენ ვიცით, რომ პორტს უკვე უნდა მიეღო გემები, მაგრამ, ეს ყველაფერი გაიწელა. ვიცით ისიც, რომ თითქოს შერჩეულია ძირითადი კონტრაქტორი კომპანია, თუმცა მასთან ხელშეკრულება არაა გაფორმებული.

დღეს პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ სამუშაოების ნაწილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, აპირებენ დააჩქარონ. როგორც ჩანს, ინვესტორისთვის რაღაც პირობებს ქმნიან და ცდილობენ შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის შესასრულებელი. თუმცა ეს ზღვაში წვეთია, ინვესტორის გარეშე ამ ტვირთის აწევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს