თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
ლევიტმა ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი ნატო-დან გასვლის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ "ეს არის საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა".
"ვფიქრობ, ამას ის კიდევ ერთხელ განიხილავს რამდენიმე საათში გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე. შესაძლოა შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტისგანაც მოისმინოთ აღნიშნულ საკითხზე“, – დასძინა კეროლაინ ლევიტმა.