აბას არაღჩი - აშშ-მა უნდა აირჩიოს: ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება - ბურთი აშშ-ის მოედანზეა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ახლა ბურთი აშშ-ს მოედანზეა და უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება.

მისი თქმით, მსოფლიო ლიბანში "ხოცვა-ჟლეტის მოწმეა".

"ირან-აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები ნათელი და ცალსახაა: აშშ-მ უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება.

მსოფლიო ლიბანში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწმეა. ბურთი აშშ-ს მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს", - წერს ის X-ზე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს