აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი გვერდით არ დაუდგა შეერთებულ შტატებს, როდესაც მისი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
„ნატო ჩვენს გვერდით არ იყო, როცა გვჭირდებოდა და არც იქნება, თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი!!!“- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მანამდე, მარკ რუტესთან შეხვედრამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანთან აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესაძლებლობას განიხილავდა.