მარკ რუტეს განცხადებით, მისთვის გასაგებია მოკავშირეების მიმართ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს მრავალი მოკავშირით იმის გამო, რომ მხარს არ უჭერენ ირანის წინააღმდეგ ომს იმ დონემდე, რამდენადაც მას სურდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ CNN-თან განაცხადა.

რუტემ შეხვედრა ორ კარგ მეგობარს შორის გულწრფელ და ღია დისკუსიად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის იმედგაცრუება მისთვის გასაგებია.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა სხვა გზებით დაეხმარა შეერთებულ შტატებს, მათ შორის ლოჯისტიკის, საჰაერო ფრენების, ბაზირებისა და სხვა სახის მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

რუტემ არ უპასუხა შეკითხვას, თქვა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომ ის ალიანსიდან გასვლას შეეცდება.

„როგორც ვთქვი, იმედგაცრუება აშკარაა, მაგრამ ამავდროულად, ის ასევე (ყურადღებით) უსმენდა ჩემს არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რა ხდება“, - განაცხადა რუტემ ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, ევროპის დიდი ნაწილი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტს, როდესაც საქმე ეხება ირანის შესაძლებლობის მოშლას, რომ „ქაოსის ექსპორტი“ მოახდინოს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს