გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირი დააკავეს - ვრცელდება კადრები, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას სამართალდამცავთა ჯგუფი მათ ფიზიკურად უსწორდება

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ამასთან, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ცივი იარაღი.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, მათ შორის უცნობია, რა გახდა ორი პირის დაკავების მიზეზი.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარს ელოდება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია