აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ „თავდაცვის მიზნით დარტყმების“ განხორციელება დაიწყეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები გუშინ „აშშ-ის არმიის Apache-ის ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით განხორციელდა.
"ეს მისია ირანის გაუმართლებელ აგრესიაზე პროპორციული პასუხია“, - ნათქვამია განცხადებაში.