გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირი რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას გააგრძელებს

ევროკავშირი რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ირლანდიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები უკვე დააწესა, მაგრამ ჩვენ ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას მომდევნო კვირების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, აღფრთოვანებულია ევროპული მხარდაჭერით მას შემდეგ, რაც ბერლინმა ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

„რუსეთზე ზეწოლა ძლიერდება, უკრაინის მხარდაჭერა კი მაღალ დონეზე რჩება. ეს ის ერთიანობაა, რომელსაც ახლა ვაჩვენებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა