საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 12–13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და ვორქშოპი „Infertility 35+“ გაიმართება.
ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება სამ დარბაზში პარალელურ რეჟიმში ჩატარდება. კონფერენციაზე უკვე რეგისტრირებულია 300 ზე მეტი ექიმი და 126 ლექტორი.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი (GGRC).
კონფერენცია რეპროდუქციული მედიცინისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებების ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს ერთ პროფესიულ სივრცეში გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მიზანია თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ქართველი ექიმების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.
საერთაშორისო ექსპერტები
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონის მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:
კონფერენციის თავმჯდომარეა პროფესორი არჩილ ხომასურიძე — საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
კონფერენციის მოდერატორი და ორგანიზატორია პროფესორი ნინო მუსერიძე — საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის (GGRC) დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიო დონის ექსპერტები ემბრიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, ონკოფერტილობისა და ონკოლოგიის მიმართულებებით.
სპეციალური ვორქშოპი
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სპეციალური ვორქშოპი, რომელსაც ჩაატარებენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები Kitazato და Mikrogen, ემბრიოლოგიის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო პლატფორმაზე
საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, კონფერენციის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები და სპეციალისტები, რაც ღონისძიებას ორმხრივი პროფესიული და სამეცნიერო გაცვლის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გაზიარება, არამედ ქართველი ექიმებისა და ქართველი სპიკერების საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში წარმოჩენა.
ღონისძიება უცხოელ ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ქართველი სპეციალისტების გამოცდილებასა და პროფესიულ საქმიანობას, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და შექმნან სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციის პირველი დღე 08:30 საათზე ოფიციალური გახსნის ცერემონიით დაიწყება. ყველა მონაწილე გაერთიანებულ დარბაზში შეიკრიბება, სადაც გაიმართება ორგანიზატორებისა და მოწვეული სტუმრების მისასალმებელი სიტყვები. გახსნის ცერემონიაზე.
09:00 საათიდან გაერთიანებულ დარბაზში გაგრძელდება სპეციალური მისასალმებელი ლექციები და საერთაშორისო მოწვეული ექსპერტების გამოსვლები, რომელთა დასწრების შესაძლებლობა ექნება კონფერენციის ყველა მონაწილეს.
10:00 საათიდან დაიწყება ძირითადი სამეცნიერო პროგრამა და მონაწილეები შესაბამის დარბაზებში გადაინაცვლებენ. გაიმართება პარალელური სამეცნიერო სესიები, ლექციები, დისკუსიები და ვორქშოპები.
კონფერენციის პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მაქსიმუმ 12 საკრედიტო ქულა.
საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის დახმარებით საქართველოს ექიმებისთვის სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
(R)