აბაშიძის ქუჩაზე  ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟი დღეს განახლდება

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გუშინ ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟი, დაახლოებით, 11:00 საათისთვის განახლდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.

;მისივე თქმით, შეთხვევის ადგილზე გაწმენდის სამუშაოების მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

;“ჩამონგრეული შენობის დემონტაჟის სამუშაოები, დაახლოებით, 11:00 საათისთვის განახლდება. რაც შეეხება ნგრევის მიზეზებს, ამის შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არის და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ”, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.

აბაშიძის ქუჩაზე საცხივრებელი სახლი 6 ივნისს, გვიან ღამით ჩამოინგრა. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 68 წლის მაყვალა ბიწაძე დაიღუპა.

წუხელ შემთხვევის ადგილზე იმყოფებდნენ ქალაქის მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი.

უგულავამ განაცხადა, რომ კორპუსი მყარი იყო და მისი ჩამონგრევა, სავარაუდოდ,;; გვერდით მდებარე ახლად მშენებარე ბინის; საძირკველის გათხრამ გამოიწვია.

ზაალა სამადშვილმა კი აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და გაირკვევა, რა მიზეზით ჩამოინგრა შენობა. მისივე თქმით, დაზარალებულებზე კომპენსაცია გაიცემა, დამნაშავეებს კი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე