~ინტერპრესნიუსს~ ავიაკომპანიიდან აცნობეს, იმის მიუხედავად, რომ უცხოურმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს, ~აირზენა~ ფრენებს შეუფერხებლად, დადგენილი გრაფიკით განახორციელებს.;;
~ფრენებს ავიაკომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პარალიზებული იქნება~, _ განამარტავენ ~აირზენაში~.;
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს დილით საავიაციო ქარხნის აეროდრომის დაბომბვის დროს ~აირზენა~ ფრენებს ახორციელებდა ათენიდან და ფრანკფურტიდან. მგზავრთა უსაფრთხოებისთვის ფრენა განხორციელდა ერევანში. ერთ საათში კომპანიამ მგზავრები თბილისში გადმოიყვანა.