ნინო ჯანგირაშვილი - დღევანდელ ძალადობას ტელეკომპანია ‘’კავკასია’’ ურეაქციოდ არ დატოვებს

ტელეკომპანია „კავკასიის“; ხელმძღვანელობამ; მაუწყებლობამ მიიღო გადაწყვეტილება ეთერის შეწყვეტის თაობაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია პროტესტის ნიშნად, რადგან დღეს კიდევ ერთი არნახული ძალადობის ფაქტი განხორციელდა ტელეკომპანიის ოპერატორზე პოლიციის სამართველოსთან.

„მას წაართვეს კამერა და კასეტა. ეს არის წარმოუდგენელი ძალადობა და ამას ურეაქციოდ ტელეკომპანია არ დატოვებს“,-აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის პოლიტიკოსი და, შესაძლოა, ეთერის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ემოციურია, მაგრამ; მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე; საჭიროა.

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა მამუკა ღლონტმა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება; ჟურნალისტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა მეტი გამოსავალი არ აქვთ, რადგან მათ ოპერატორებს კამერებს ართმევენ და მუშობის საშუალებას არ აძლევენ.

მამუკა ღლონტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე, რათა ქართველ ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის