საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
დავით ასათიანი

დავით ასათიანი 2021 წლის 11 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს მეორე ვადით.

2021 წელს დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

2017 წლის 23 დეკემბერს ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტყილებით დავით ასათიანი აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

დავით ასათაინმა 2005 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატები“ და დღემდე მისი დამფუძნებელი პარტნიორია. 2006-2010 წლებში და 2013-2017 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად, 2013-2017 წლებში ახორციელებდა ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის უფლებამოსილებას, ხოლო 2008-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭო). ამასთან, 2010-2017 წლებში დავითი იყო მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

2017 წელს დავით ასათიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, 2012-2013 წლებში კი იყო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე. 2009-2013 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

დავით ასათიანი 2005 წლიდან, დღიდან დაარსებისა, არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი. 1998-2005 წლებში იყო სხვადასხვა იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი და 2012 წელს გახდა CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი.

დავითმა 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საერთაშორისო სამართლის განხრით, 1997 წელს კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართალის სპეციალობით, ხოლო 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

დავით ასათიანს პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული პროფესიის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
ადვოკატთა ასოციაცია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან და გერმანულ-ქართულ სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამას იწყებს
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
ანონსი  5 მარტი
ანონსი  29 თებერვალი
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა
„საქართველოს იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება“ -  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ანონსი  25 იანვარი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საერთო კრება ჩაატარა
მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, რიგით მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი - „მედიაცია იურისტებისთვის“ გაიმართა
დავით ასათიანმა ევროკავშირის ელჩს მიმართვა გადასცა, რომელსაც 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს
ანონსი 11 დეკემბერი
ანონსი 20 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს