დაბადების ადგილი: სოფელი აზიზკენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის(კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2001-2002წწ. მარნეულის გამგეობის სოციალური განყოფილების სპეციალისტი; 2002-2006წწ. მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006-2009წწ. შპს HA-ს მარნეულის ფილიალის დირექტორი; 2010-2011წწ. შპს VG-ს მარნეულის ფილიალის დირექტორი; წარმატებით ჩააბარა სკოლის დირექტორისა და პედაგოგის გამოცდები საგანმანათლებლო რესურსცენტრში; 2011 წელს ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი; 2011-2014წწ. ქ. მარნეულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი; 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები“ , ფრაქციის მდივანი (2016-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016).