ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ივანე მერაბიშვილი

1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა.

1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.

2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ასრულებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გახდა. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 30 ივნისამდე. 2012 წლის 4 ივლისს ის დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრად და ამ თანამდებობაზე ის იმყოფებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას.

2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბექა ბასილაია გოგა ხაინდრავას ჩვენებაზე - ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ სურათზე უთითებს
გოგა ხაინდრავა - კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს
სოზარ სუბარი ოპოზიციას - ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! - იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო!
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
7 ნოემბრის საქმეზე დღეს „იმედის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილს დაკითხავენ
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დავით მათიკაშვილი - მას შემდეგ, რაც სადისტური რეჟიმი დამარცხდა, შსს-ს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გია ცაგარეიშვილი - რას წარმოვიდგენდი, გერმანიის იუსტიციის სამინისტროში ზურაბ ადეიშვილს ფიანდაზებს დაუგებდნენ, ბუნდესტაგში მიიღებდნენ? - გერმანიის საელჩო ამბობდა, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია?!
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება
ბექა ბასილაია - 7 ნოემბრის საქმეში არანაირად არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდა
7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ, მამუკა ხაზარაძემ კი საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა
დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა