რუსთავის სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის პროცესი მიმდინარეობს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერს წარადგენს, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული.

როგორც საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ჩანს აითაჯ შახმაროვას დედაც, რითაც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი შვილის ნიშნობა და ის თანახმა იყო.

ადვოკატი ალი ბადიროვი კი მიიჩნევს, რომ მოწმეებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვი ეგანა მაგარამოვას ემუქრებოდა, რის გამოც, მისი მხრიდან დანაშაულის შესახებ შეტყობინების განხორციელება ვერ მოხდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული დედა სხდომის დახურვას ითხოვდა. როგორც ეგანა მაგარამოვამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას სახლში კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ სატელევიზიო ეთერებში თუ მისი (დედის) სახე გამოჩნდებოდა, ის თავს მოიკლავდა.

მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, ჟურნალისტებს სთხოვა, კადრებში ბრალდებულ ეგანა მაგანაროვას სახე არ მოხვედრილიყო.

ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ