UNICEF - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციამ ადამიანებს იმედი ჩაუსახა, მაგრამ ეს იმედი ისრაელის ბომბებმა ჩაახშო

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პრესსპიკერის, ჯეიმს ელდერის განცხადებით, ღაზის სექტორში ადამიანებს იმედი ჩაესახათ, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს იმედი გაქრა, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვა გრძელდება.

”როდესაც ეს განცხადება გაკეთდა, იყო ამოსუნთქვა, იყო საგრძნობი შვება, მაგრამ ეს იმედი ბომბებმა ჩაახშო. ამჟამად ეს არაფერს ნიშნავს. მძევლები ისევ აქ არიან, დაბომბვები გრძელდება, დახმარებაზე შეზღუდვები გრძელდება“, - აღნიშნა ჯეიმს ელდერმა.

მისი თქმით, ღაზაში პირობები მასიურად გაუარესდა, საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

”ყველაფერი უარესდება. სამწუხაროდ, ყველას ცხოვრება გაუარესდა ისეთ დონემდე, როგორსაც არ მეგონა, რომ ვნახავდი“, - აღნიშნა UNICEF-ის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ღაზაში ბოლო ვიზიტის დროს მოქალაქეები მას ეუბნებოდნენ, რომ სჭირდებოდათ ძირითადი ჰუმანიტარული რესურსები.

„რატომ მეუბნებოდნენ, რომ სჭირდებათ საკვები, წყალი და მედიკამენტები? ისინი თვლიან, რომ მსოფლიომ არ იცის, რადგან ეს რომ მსოფლიომ იცოდეს, როგორ შეიძლება ხდებოდეს?” - აღნიშნა ჯეიმს ელდერმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ