ანონსი  23 აპრილი

23 აპრილს, 11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ამბროლაურის კულტურის ცენტრი

23 აპრილს, 11:00 საათზე, „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ოცნების კონტრაქცია“

მის: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი N10 (პარტიის ოფისი, სართული 5)

საკოტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

23 აპრილს, 11:00 საათზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავენ, სადაც აქციებთან დაკავშირებით, mona.ge-ს ახალ სიას წარადგენენ.

მის: შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

23 აპრილს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება. უკრაინაში არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 აპრილს, 15:00 საათზე, პარტიების ერთობის - „ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ“ შექმნის საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგს ათამდე პარტია დაესწრება.

მის: ცოტნე დადიანის გამზ. N26

23 აპრილს, 17:00 საათზე, „უკრაინული სახლი“ თბილისში პროექტის - „დავაბრუნოთ ორკესტრი სახლში!" დამფუძნებლებს უმასპინძლებს.

თემა: 2022 წლის გაზაფხულზე, მარიუპოლის ოკუპაციის დროს, რუსებმა სამი სამხედრო ორკესტრის 27 უკრაინელი მუსიკოსი შეიპყრეს. 27 მუსიკოსის სამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე უცნობია.

საკონტაქტო: ნინო წითლანაძე - 593 75 03 49

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს