ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში საგანმანათლებლო კვირეული იმართება თემაზე „სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში“

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, საგანმანათლებლო კვირეული იმართება თემაზე „სამშობლოს სიყვარული ქართულ ლიტერატურაში“. კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კონფერენცია პატრიარქის 45/90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას