თურქეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტისთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს

თურქეთში სამართალდამცავებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ოპერაციები ქვეყნის 40 პროვინციაში ჩატარდა.

მინისტრის განმარტებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის ექვს პროვინციაში - ადანის, აიდინის, ჩორუმის, გაზიანთეპის, კაისერისა და მერსინის პროვინციებში - ჩატარდა, სადაც 38 ეჭვმიტანილი დააკავეს და დიდი რაოდენობით ციფრული, უცხოური ვალუტა და თურქული ლირა ამოიღეს.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024