აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ათობით ტორნადო დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია და ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი თვის ჩვილი, იმსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ოკლაჰომაში დაფიქსირდა, სადაც ათობით ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მეხუთე ადამიანი კი აიოვას შტატში დაიღუპა.

ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ტორნადოს სიჩქარე ზოგიერთ შემთხვევაში საათში 136 მილს აღემატებოდა.

განსაკუთრებით დაზიანდა აღმოსავლეთ ოკლაჰომაში მდებარე ქალაქი სულფური. ოკლაჰომას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. ასევე მძიმედ დაზიანდა ქალაქები ჰოლდენვილი და მარიეტა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შტატის გუბერნატორს, კევინ სტიტს ესაუბრა და ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას