ორგანიზატორების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ იმერეთის რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიდის

თბილისში დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა ორგანიზებული, იმერეთის რეგიონიდანაც უერთდებიან.

მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ დედაქალაქისკენ.

მათი თქმით, „მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება“. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი „მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები“.

საყოველთაო სახალხო შეკრებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024