საფრანგეთი გერმანიას ევროპის თავდაცვის ერთობლივად გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე გერმანიას მოუწოდებს, ერთად იმუშაონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„როგორც ევროპის თავდაცვის მშენებლობის ყველა ეტაპზე, საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ საერთო პასუხისმგებლობა მიზნების დასახვაზე და სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედებაზე“, - თქვა სეჟურნემ.

მისივე თქმით, ასევე საჭიროა იარაღის სისტემების ევროპულ დონეზე სტანდარტიზაცია, რათა შესაძლებელი გახდეს სამხედრო მასალების ყველა ქვეყნის მიერ უპრობლემოდ გამოყენება.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატო-ს ევროპული კომპონენტის გაძლიერებისკენ“, - განმარტა სეჟურნემ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უნდა დარჩეს ევროპის ახლო მოკავშირედ, მაგრამ ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის განვითარება.

შეგახსენებთ, მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში საფრანგეთის ბირთვული იარაღის როლის შესახებ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას